ირაკლი კობახიძე - ევროკავშირს გავუგზავნით დეტალურ სამოქმედო გეგმას, რას ვაპირებთ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესებიდან გამომდინარე
ევროკავშირს ჩვენ გავუგზავნით დეტალურ სამოქმედო გეგმას, რას ვაპირებთ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. ეს მოიცავს ცხრავე პრიორიტეტს და ყველაფერი გაკეთდება ჩვენი ქვეყნის, ევროინტეგრაციის, სამართლის უზენაესობის ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ეს პრინციპები დაცული იქნება.
„კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით შეიქმნება საპარლამენტო ფორმატები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატები, სადაც განხილული იქნება ეს საკითხები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.