ირაკლი კობახიძე - საოკუპაციო ხაზთან პრობლემები არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება
ირაკლი კობახიძე - საოკუპაციო ხაზთან პრობლემები არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება

ეს პრობლემები არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, – ამის შესაახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში შეინიშნება საოკუპაციო ძალების გააქტიურება.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს თავის ძალსიხმებას, რათა პირველ რიგში იზრუნოს უსაფრთხოებაზე და ჩვენი ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე.

„ეს პრობლემები არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ წინა ხელისუფლებამ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ხშირად არ არის ეს მარტივი, მაგრამ ხელისუფლება გააგრძელებს თავის ძალსიხმებას, რათა პირველ რიგში იზრუნოს უსაფრთხოებაზე და ჩვენი ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობდით მთელი ეს წლები, ეს მუშაობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.