ირაკლი კობახიძე - ეროვნული ბანკის საკითხზე ვერ დავუჭერთ მხარს ვერცერთ წარდგენილ კანდიდატურას, მით უმეტეს, შეიმჩნევა გარკვეული კავშირები „ნაცმოძრაობასთან“
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საკითხზე მმართველი გუნდი ვერ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს.
მისი თქმით, „შეიმჩნევა გარკვეული კავშირები „ნაცმოძრაობასთან“.
„ჩვენი პოზიცია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დაფიქსირებული გვაქვს. ეს კანდიდატურები წარმოდგენილი იქნა კონსულტაციების გარეშე. ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ვერცერთ ისეთ კანდიდატურას, რომელიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. მით უმეტეს, რომ აქ შეიმჩნევა გარკვეული კავშირები „ნაცმოძრაობასთან“, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი უწყება, რომელიც იზრუნებს სახელმწიფოს ინტერესებზე“, – განაცხადა კობახიძემ.