ირაკლი კობახიძე - ექვსი თვის მონაცემებით, დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ წელს შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი
ჩვენ წელს შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ექვსი თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.
„გუშინ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მონაცემები და ექვსი თვის მაჩვენებელი დაფიქსირდა – 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ჩვენი ერთ-ერეთი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და შემდეგი თვეების განმავლობაშიც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.