ირაკლი კობახიძე - „ენჯეოების“ ანგარიშებში არ ხვდება ობიექტური ინფორმაცია არც ზურაბიშვილთან და არც უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, მათ აინტერესებთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება
ირაკლი კობახიძე - „ენჯეოების“ ანგარიშებში არ ხვდება ობიექტური ინფორმაცია არც ზურაბიშვილთან და არც უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, მათ აინტერესებთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება

არავის უკვირს ის, რომ „ენჯეოების“ ანგარიშებში არ ხვდება ობიექტური ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც საარჩევნო პროცესებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით. მათ აქვთ გამოკვეთილი დღის წესრიგი, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში, რასაც ვერ ეღირსებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ენჯეოები“ არ მალავენ საკუთარ პოლიტიკურ მიკერძოებას და პირდაპირ უკავშირებენ საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას.

„იყო არაერთი ფაქტი, როდესაც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჩვენი საარჩევნო აგიტაციისთვის, არაერთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა ასეთი ფაქტები. ასევე იყო პარლამენტარებზე თავდასხმები. არცერთი ასეთი ფაქტი როდესაც არ ხვდება ანგარიშებში, ეს ნიშნავს, რომ ესენი არიან არა დამკვირვებლები, არამედ პირდაპირი პოლიტიკური და საარჩევნო ინტერესების მქონე გაერთიანებები. ეს „ენჯეოები“ არც მალავენ საკუთარ პოლიტიკურ მიკერძოებას, პირდაპირ უკავშირებენ საკუთარ თავს რადიკალურ ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, არავის უკვირს, რომ მათ ანგარიშებში არ ხვდება ობიექტური ინფორმაცია არც სალომე ზურაბიშვილთან, არც უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით საარჩევნო პროცესებში. მათ აქვთ გამოკვეთილი დღის წესრიგი, ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში, რასაც ვერ ეღირსებიან“, – განაცხადა პრემიერმა.