ირაკლი კობახიძე - ეკლესია ჩვენს გვერდით დგას და ეკლესიის მოწოდებაა, რომ ყველამ სათანადო საარჩევნო კამპანია წარმართოს​
ირაკლი კობახიძე - ეკლესია ჩვენს გვერდით დგას და ეკლესიის მოწოდებაა, რომ ყველამ სათანადო საარჩევნო კამპანია წარმართოს​

ჩვენთვის მთავარია ეკლესიის თანადგომა იმ საქმეში, რასაც დემოკრატიული პროცესების განვითარება და ჯანსაღი საარჩევნო პროცესების წარმართვა ჰქვია. აქ ეკლესია ჩვენს გვერდით დგას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

კითხვაზე, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას და საარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირების მონაწილეობის საკითხს ეხებოდა, კობახიძემ განაცხადა, რომ ეკლესიის მოწოდებაა, ყველამ სათანადო საარჩევნო კამპანია წარმართოს​.

„ეკლესია ხელისუფლების გვერდით დგას და ეკლესიის მოწოდება არის ის, რომ ყველამ სათანადო საარჩევნო კამპანია წარმართოს. ასევე, ეკლესიის მოწოდება არის ის, რომ სასულიერო პირები საარჩევნო პროცესებისგან დისტანცირებული უნდა იყვნენ. შესაბამისად, ჩვენ ეკლესიის თანადგომას ვგრძნობთ და ამ თანადგომისთვის მადლიერნი ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.