ირაკლი კობახიძე - ეკა ბესელია გასულია უმრავლესობიდან და მისი სამსჯელო აღარ არის, როგორ წარდგება „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში
ეკა ბესელია გასულია უმრავლესობიდან, შესაბამისად მისი სამსჯელო ბუნებრივია, აღარ არის ის, თუ როგორ წარდგება „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„შემიძლია თამამად გითხრათ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ წარდგება როგორც ძლიერი გუნდი, წარდგება რა თქმა უნდა განახლებული გუნდით და ეს უზრუნველყოფს „ქართული ოცნების“ ძალიან მყარ და სათანადო გამარჯვებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებაზე კომენტარისას.
ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტის შემადგენლობაში ირაკლი კობახიძე აღარ იქნება.