ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, ოკუპანტების პოლიტიკას საერთაშორისო საზოგადოებამ მიაქციოს მაქსიმალური ყურადღება
ძალიან მნიშვნელოვანია, ამას საერთაშორისო საზოგადოებამ მიაქციოს მაქსიმალური ყურადღება – ასე გამოეხმაურა სოფელ აძვიდან ოკუპანტების მიერ ორი პირის გატაცებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ამ მიმართულებით პარლამენტი აქტიურად იმუშავებს.
„ეს არის სამწუხარო ინციდენტები. სამწუხაროდ, გრძელდება ეს პოლიტიკა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ამ პრობლემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ მიაქციოს მაქსიმალური ყურადღება ამაზე და ამ მიმართულებით პარლამენტი, რა თქმა უნდა, აქტიურად იმუშავებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა ორი პირი 7 აპრილს გაიტაცეს.