ირაკლი კობახიძე - დიპკორპუსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ფიქტიური პარტიების პრობლემაზე, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფო სახსრებსა და წინასაარჩევნო სარეკლამო დროს
ირაკლი კობახიძე - დიპკორპუსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ფიქტიური პარტიების პრობლემაზე, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფო სახსრებსა და წინასაარჩევნო სარეკლამო დროს

დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ფიქტიური პარტიების პრობლემაზე, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფო სახსრებსა და წინასაარჩევნო სარეკლამო დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საარჩევნო გარემოზე. კერძოდ, იმ დარღვევებზე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ფიქსირდება.

„საინტერესო შეხვედრა იყო. ალბათ არავის მოგვწონს ის გარემო, რაც ამ არჩევნებზე არის ჩამოყალიბებული. მუდმივად გვესმის შავი პიარი. რაც ხდება, ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავია. ვისაუბრეთ ამ გარემოსა და იმ დარღვევებზე, რომელიც ფიქსირდება ოპოზიციის მხრიდან. მათ შორის, ვისაუბრეთ ფიქტიური პარტიების პრობლემაზე, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფო სახსრებსა და წინასაარჩევნო სარეკლამო დროს. გვქონდა საუბარი იმ მძიმე ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებენ ჩვენი ოპონენტები საარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს მედიის მხრიდან დაუბალანსებელი გაშუქების პრობლემაზე და იმ შავ კამპანიაზე, რომელიც სოციალური მედიის გამოყენებით მიმდინარეობს.

„ვისაუბრეთ იმ პროვოკაციებზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე იმართება. ჩვენ წარმოგვედგინა, რომ ეს არჩევნები ჩატარდებოდა მშვიდ, ჯანსაღ და ევროპულ გარემოში. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება ოპონენტების მიმართ, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო არაევროპული სტილის კამპანია. ესაა მათი ხელწერა და ის, რაც მათ გამოარჩევთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.