ირაკლი კობახიძე - დღეს კიდევ ერთხელ დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, ვინ გახდება ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი
დღეს კიდევ ერთხელ დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, ვინ გახდება ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღევანდელი ღონისძიებაც ამის დასტური იყო. მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, 28 ოქტომბერს მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ღირსეულ კანდიდატს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა.