ირაკლი კობახიძე - დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას რაც უნდა გაუკეთო, ქუჩაში აუცილებლად დარჩება, ასეთი სულისკვეთებით მუშაობენ
ირაკლი კობახიძე - დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას რაც უნდა გაუკეთო, ქუჩაში აუცილებლად დარჩება, ასეთი სულისკვეთებით მუშაობენ

დესტრუქციულ პოლიტიკური ძალას, რაც უნდა გაუკეთო, ქუჩაში აუცილებლად დარჩებიან. ასეთი სულისკვეთებით მუშაობენ 2012 წლიდან მოყოლებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ყველა ერთად დაველოდოთ ოპოზიციის პასუხს საარჩევნო სისტემაზე. ეს პასუხი ჯერ არ მიგვიღია. როცა პროპორციული არჩევნების თაობაზე გამოვაცხადეთ, ისინი გარეთ მაშინაც იდგნენ. ეს არაფრის ინდიკატორი არ არის. ვთქვით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას შემოვიღებდით, თუმცა თვეების განმავლობაში გარეთ მაინც იდგნენ. ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალა. რაც უნდა გაუკეთო მათ, ქუჩაში აუცილებლად დარჩებიან. ასეთი სულისკვეთებით მუშაობენ 2012 წლიდან მოყოლებული. მათ ვერ შევცვლით, რა ვუყოთ? ჩვენი ამოცანაა, საარჩევნო შეთანხმებას მივაღწიოთ, თუნდაც ასეთ პოლიტიკურ ძალასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.