ირაკლი კობახიძე - ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები
ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ისინი პრაქტიკულად კამპანიასაც კი არ ატარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი არიან შეგუებული იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია წააგებს არჩევნებს და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები.
„ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ისინი პრაქტიკულად კამპანიასაც კი არ ატარებენ. არც სოფლებში გადიან, არც უბნებში გადიან, არსად არ ჩანან. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, კონკრეტული პარტიის ლიდერები, 10-15 კაცი, ჩადის ხოლმე რაიონულ ცენტრებში, არიგებს ფლაერებს და ბრუნდება უკან. არავითარი გაშლილი კამპანია არ არსებობს. ერთადერთი, ვინც აწარმოებს კამპანიას, არის „ქართული ოცნება“. აქედანაც ჩანს, რომ მათ საერთოდ არ აქვთ გათვლა არჩევნებში წარმატების მიღწევაზე. წინასწარ არიან შეგუებული იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია წააგებს არჩევნებს ძალიან მძიმედ და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები“, – განაცხადა პრემიერმა.