ირაკლი კობახიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს
ირაკლი კობახიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ამ დღის აღნიშვნით დასტურდება ერთგულება,  აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისთვის.

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს! ამ დღის აღნიშვნით ვადასტურებთ ერთგულებას, გავაძლიეროთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული  მეგობრული და თანამშრომლური კავშირები“, – აღნიშნავს პრემიერი.