ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის შემაშფოთებელია მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალ-ყურს ვადევნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის შემაშფოთებელია მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალ-ყურს ვადევნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე

შემაშფოთებელია მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალ-ყურს ვადევნებთ, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა.

„ჩვენთვის შემაშფოთებელია ზოგადად, მზარდი მილიტარიზაცია, რომელსაც თვალ-ყურს ვადევნებთ სამწუხაროდ, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. ეს წვრთნებიც არის ამის ერთ-ერთი გამოხატულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომა ამ კუთხით და ბუნებრივია, გაგრძელდება კონსულტაციები, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პრობლემები, რაც დაკავშირებულია მილიტარიზაციასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს, რომელშიც 3 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.