ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელშიც 3 000 ჯარისკაცი მონაწილეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელშიც 3 000 ჯარისკაცი მონაწილეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელშიც 3 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, მანევრებში რუსი და აფხაზი სამხედროები მონაწილეობენ. წვრთნებში ჩართულია ავიაციაც და ფლოტიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნებში ჩართული სამხედროები ორ ნაწილად არიან გაყოფილი და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

მანევრები ოკუპირებული აფხაზეთის მთიან რეგიონებში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.