ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა დამყარდეს ჩვენს რეგიონში, უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა დამყარდეს ჩვენს რეგიონში, უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უსურვა.

„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. რაც შეეხება უკრაინას, ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს“, – განაცხადა პრემიერმა.