ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან პარტნიორობას ჰქონდეს ხელშესახები შედეგები, იმედია, გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან პარტნიორობას ჰქონდეს ხელშესახები შედეგები, იმედია, გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით

ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, იმედი მაქვს, რომ გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი, როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს აშშ-თან პარტნიორობა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი; ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება, გაკეთდეს, ეს არის პირდაპირი ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.