ირაკლი კობახიძე - ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში, ევროპელ კოლეგებთან ამ თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია
ირაკლი კობახიძე - ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში, ევროპელ კოლეგებთან ამ თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია

ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში, ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მას ჰქონდა შესაძლებლობა, ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებული როლისთვის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის კონტექსტში.

„მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, კირ სტარმერმა უმასპინძლა. მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა საქართველოს განსაკუთრებული როლისთვის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების და დაკავშირებადობის კონტექსტში. ჩვენი პოტენციალი უმნიშვნელოვანესია ევროპის და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაში. ევროპელ კოლეგებთან ამ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გადამწყვეტია“, – აღნიშნავს პრემიერი.