ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ არის ურყევი, ყველა უნდა იყოს ერთიანი, თუმცა ოპოზიცია ამას ვერ იაზრებს, ისინი ამ ერთიანობის წინააღმდეგ მიდიან
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ არის ურყევი, ყველა უნდა იყოს ერთიანი, თუმცა ოპოზიცია ამას ვერ იაზრებს, ისინი ამ ერთიანობის წინააღმდეგ მიდიან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და სადაც საჭიროა, აფიქსირებს პოლიტიკურ პოზიციას.

მისივე თქმით, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა არის ურყევი. როგორც კობახიძე ამბობს, პროცესში ყველა ერთიანი უნდა იყოს, თუმცა ოპოზიცია ამ ერთიანობის წინააღმდეგ მიდის.

„ჩვენ უკრაინის მიმართ ვართ სოლიდარული და სოლიდარულთან ერთად, სადაც ეს საჭიროა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას, იქნება ეს ევროსაბჭო, ეუთო, გაერო თუ სხვა ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის ურყევი. მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ აქაც კი სამწუხაროდ, ოპოზიცია ახერხებს და მათ შემოაქვთ დისონანსი პროცესში. მაშინ, როდესაც ყველა უნდა იყოს ერთიანი და ყველა უნდა იდგეს ერთად. ბუნებრივია, ოპოზოციასაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი როლი. ოპოზიცია ამას ვერ იაზრებს, ისინი მიდიან ამ სასურველი ერთიანობის წინააღმდეგ. ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ხელისუფლებას, პრემიერს და ამას აკეთებენ უბინძურესი კამპანიით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს მხრიდან განაცხადის შეტანის საკითხს, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამისთვის რაციონალური საფუძველი იქნება 2024 წლისთვის. მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოს ვალდებულებების სერიოზული ნაწილი ექნება შესრულებული.

„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას შესთავაზეს დაჩქარებული წესით კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის განხილვა, აქ არ არის საუბარი უკრაინის გაწევრიანებაზეც კი, საუბარია უკრაინისთვის კანდიდატის პერსპექტივის მინიჭებაზე. ასეც და ისეც იგივე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დასჭირდება მრავალი წელი, რადგან არსებობს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითთაც, ვიდრე არ შესრულება ყველა ვადლებულება, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური განაცხადი იმის შესახებ, რომ ასეთ დოკუმენტს შევიტანთ ევროკოავშირში 2024 წელს. ჩვენ ამ დროს გვექნება ვალდებულებების სერიოზული ნაწილი შესრულებული და რაციონალური საფუძველი იქნება ჩვენი მხრიდან განაცხადის შეტანა.

ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებიც გეუბნებიან, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი უკრაინის მიმართ. ჩვენ როცა გვქონდა წინასწარი კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებასთან, ისინი განმარტავენ, რომ ეს შეთავაზება არის რელევანტური ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ არ არის რელევანტური საქართველოს და მოლდოვის მიმართ. ისინი ამას ხაზგასმით ამბობენ, ჩვენ უნდა პრაგმატულად მოვყვეთ პროცესებს. რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას, ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული ამოცანა და უფრო მეტიც, ეს იყო „ქართული ოცნების“ საარჩევო დაპირებაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.