ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამერიკელი მეგობრები ყველაფერს ხედავენ და ეს მათ გადაწყვეტილებებში აისახება, საქართველოს ამხელა მასშტაბის დახმარება არასდროს მიუღია
ჩვენი ამერიკელი მეგობრები ყველაფერს ხედავენ და ეს მათ გადაწყვეტილებებში აისახება. მათ შორის იმაში, რომ ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტოდ დიდი ფინანსური დახმარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საქართველოს ამხელა მასშტაბის დახმარება არასდროს არ მიუღია. რაც შეეხება გარკვეულ დათქმებს, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. ჩვენი ამოცანაა, დემოკრატიული სისტემის შემდგომი განმტკიცება და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება. რა თქმა უნდა ყველაფერს შევასრულებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი დღეს მოაწერა, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.