ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, 2030 წლისთვის ენერგეტიკის სფეროში ეროვნულმა წარმოებამ გადააჭარბოს მოხმარებას და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, 2030 წლისთვის ენერგეტიკის სფეროში ეროვნულმა წარმოებამ გადააჭარბოს მოხმარებას და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად

ენერგეტიკა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, 2030 წლისთვის ეროვნულმა წარმოებამ ამ სფეროში გადააჭარბოს მოხმარებას და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის განსახორციელებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამჟამად გაფორმებულია 284 ხელშეკრულება ახალი ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით.

„მათგან 214 არის ჰიდროელექტროსადგური, 26 – ქარის, ხოლო 44 – მზის ელექტროსადგური. დარწმუნებული ვართ, ყველა შესაბამისი პროექტი წარმატებით განხორციელდება. აქტიურად მიმდინარეობდა ასევე ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაახლოებით ერთ თვეში, ივლისში დასრულდება“, – აღნიშნა პრემიერმა.