ირაკლი კობახიძე - ჩვენს გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია, თუმცა მეტი გვინდა, საქართველო იგებს!
ირაკლი კობახიძე - ჩვენს გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია, თუმცა მეტი გვინდა, საქართველო იგებს!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველო-ესპანეთის მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩვენს გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!!! საქართველო იგებს!!!“ – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.