ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა ორი მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს, რომელიც სად არის, კარგად მოგეხსენებათ, ასეთ პირობებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მის თანხებზე სპეკულირება, სამარცხვინოა

ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სპეკულირება სამარცხვინოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გეგმები და ინიციატივები საყოველთაოდ ცნობილია.

„ბიძინა ივანიშვილის გეგმები არის საყოველთაოდ ცნობილი. მას აქვს კონკრეტული ინიციატივები, რაზეც ყოველთვის საჯაროდ საუბრობს ხოლმე საზოგადოების წინაშე. მინდა, ერთი მთავარი რამ გაგახსენოთ, მან ორი მილიარდი დოლარი მიანდო შვეიცარიულ ბანკს და ეს ორი მილიარდი სადაც არის, კარგად მოგეხსენებათ. ასეთ პირობებში სპეკულირება ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით არის სამარცხვინო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.