ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთში ნულია, საკუთარი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდო, კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ხომ ალოგიკური და აბსურდულია
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთში ნულია, საკუთარი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდო, კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ხომ ალოგიკური და აბსურდულია

აქ საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზე, გამოყენებულ იქნა ტერმინი „რუსი ოლიგარქი“. მინდა, შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, დაახლოებით, 16 წლის წინ რუსეთში გაასხვისა აბსოლუტურად ყველა აქტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია და საკუთარი თანხა, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეადგენს 2 მილიარდ აშშ დოლარს, მთლიანად მიანდო დასავლეთს.

„კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და თავისი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ეს ხომ აბსოლუტურად ალოგიკური და აბსურდულია. ასეთ აბსურდზე გვიწევს საუბარი და ვიღაცებისთვის მტკიცება, რომ კაცმა რუსეთიდან მთელი აქტივები წამოიღო, გაასხვისა, 2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს და ეს კაცი ატარებს რუსულ პოლიტიკას და არ უნდა დასავლეთში საქართველოს ინტეგრაცია. ასეთი აბსურდის გარჩევა გვიწევს, საბოლოო ჯამში, ჩვენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.