ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთში ნულია, საკუთარი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდო, კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ხომ ალოგიკური და აბსურდულია

00:55, 11.05.2024

აქ საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზე, გამოყენებულ იქნა ტერმინი „რუსი ოლიგარქი“. მინდა, შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, დაახლოებით, 16 წლის წინ რუსეთში გაასხვისა აბსოლუტურად ყველა აქტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია და საკუთარი თანხა, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეადგენს 2 მილიარდ აშშ დოლარს, მთლიანად მიანდო დასავლეთს.

„კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და თავისი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ეს ხომ აბსოლუტურად ალოგიკური და აბსურდულია. ასეთ აბსურდზე გვიწევს საუბარი და ვიღაცებისთვის მტკიცება, რომ კაცმა რუსეთიდან მთელი აქტივები წამოიღო, გაასხვისა, 2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს და ეს კაცი ატარებს რუსულ პოლიტიკას და არ უნდა დასავლეთში საქართველოს ინტეგრაცია. ასეთი აბსურდის გარჩევა გვიწევს, საბოლოო ჯამში, ჩვენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი