საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, ავსტრიის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოვა.
ავსტრიის დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებთან პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს 100 წლიანი პარლამენტარიზმის ისტორიაზე, საქართველოს გამოწვევებსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. ამასთან, ირაკლი კობახიძე ისაუბრებს ავსტრიის დიპლომატიური წრეების მხარდაჭერაზე. საუბარი ასევე შეეხება აგვისტოს ომსა და ავღანეთში საქართველოს მისიებს.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება, რითაც ავსტრიაში ორდღიან სამუშაო ვიზიტს დაასრულებს.