ირაკლი კობახიძე - არავითარი გამართლება არ აქვს ძალადობას ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, ასევე არავითარი გამართლება არ აქვს ეკლესიის მტრობას
ირაკლი კობახიძე - არავითარი გამართლება არ აქვს ძალადობას ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, ასევე არავითარი გამართლება არ აქვს ეკლესიის მტრობას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუმართლებელია როგორც ადამიანებზე ძალადობა, ასევე ეკლესიის მტრობა.

მისივე თქმით, ეკლესიის მტრობა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და დამოკიდებულება.

„როგორც არავითარი გამართლება არ აქვს ძალადობას ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, ასევე არავითარი გამართლება არ აქვს ეკლესიის მტრობას, რასაც ჩვენ ვხედავთ მათ შორის ბერძენიშვილის და სხვა ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ პროვოკაციის უკან იდგნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეაქცია არის ცალსახა, ეკლესიის მტრობა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა ორი დღის წინ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით „ფეისბუქში“ დაწერა, რომ ხელისუფლებასთან და მთლიანად პოლიტიკასთან შეზრდილი ანტიდასავლური საპატრიარქოს მხილების და დასჯის დროა.