ირაკლი კობახიძე - არავითარ ბერკეტებზე არ იქნება საუბარი, სააკაშვილმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი
ირაკლი კობახიძე - არავითარ ბერკეტებზე არ იქნება საუბარი, სააკაშვილმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი

არავითარ ბერკეტებზე არ იქნება საუბარი, სააკაშვილმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი და ის მოიხდის სასჯელს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რაც შეეხება არჩევნებს, კობახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მძიმე მარცხი განიცადა.

„ისინი წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჩვენ 40 პროცენტიც არ გვექნებოდა და იგემეს ძალიან მძიმე მარცხი. რაც შეეხება მეორე ტურებს, ეს რეფერენდუმი ჩვენი მხრიდან არის ბოლომდე მისაყვანი. ნელ-ნელა უნდა დავამთავროთ დაწყებული საქმე და „ნაცმოძრაობა“ 2024 წლამდე უნდა გავაქროთ პოლიტიკური სპექტრიდან. ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.