ირაკლი კობახიძე - არავის უკვირს, რომ კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდები, რომლებიც აწარმოებდნენ ბულინგს, დაფინანსებული იყვნენ კეზერაშვილის მხრიდან, საკითხს შესწავლა სჭირდება
არავის უკვირს, რომ კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდები, რომლებიც აწარმოებდნენ ბულინგს, დაფინანსებული იყვნენ კეზერაშვილის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილს ფულს უხდიდა კეზერაშვილის ცოლისძმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხს შესწავლა სჭირდება.
„ზოგადად, კეზერაშვილი არის რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფებების მთავარი დონორი, დამფინანსებელი. რა თქმა უნდა, ის ასევე აფინანსებს შესაბამის ღონისძიებებსაც. აქედან გამომდინარე, არავის უკვირს, რომ კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდები, რომლებიც აწარმოებდნენ ბულინგს, დაფინანსებული იყვნენ კეზერაშვილის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს საკითხი შემდგომ შესწავლას საჭიროებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.