ირაკლი კობახიძე - არასოდეს არავის უთქვამს, რომ მეორე ტური არ იქნებოდა, ეს არის ტყუილი, ჩვენი ამოცანაა, ოცივე მუნიციპალიტეტში მოგება, ამისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს
ირაკლი კობახიძე - არასოდეს არავის უთქვამს, რომ მეორე ტური არ იქნებოდა, ეს არის ტყუილი, ჩვენი ამოცანაა, ოცივე მუნიციპალიტეტში მოგება, ამისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასდროს უთქვამთ, რომ არჩევნების მეორე ტური არ იქნებოდა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მეორე ტურში 20-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვება. კობახიძე ამბობს, რომ ამისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

„არასოდეს არავის უთქვამს, რომ მეორე ტური არ იქნებოდა, ეს არის ტყუილი. მეორე ტურში ჩვენი ამოცანაა, 20 მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგება, მათ შორის რუსთავში. ოცივე მუნიციპალიტეტი უნდა მოვიგოთ, ამისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. ჩვენ გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. გამარჯვების ბოლომდე მიყვანა ნიშნავს სწორედ ოცივე მუნიციპალიტეტის მოგებას. ამის ყველანაირი საფუძველი გვაქვს. მთავარია, ამომრჩევლის მობილიზაცია, ასეთ შემთხვევაში, ოცივე მუნიციპალიტეტს მოვიგებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.