ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება, კონკრეტული პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობა“, შეიფუთონ, როგორც „არანაცმოძრაობა“ და შუაშისტური პარტიები
ირაკლი კობახიძე - არ შეიძლება, კონკრეტული პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობა“, შეიფუთონ, როგორც „არანაცმოძრაობა“ და შუაშისტური პარტიები

არ შეიძლება, კონკრეტული პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობა“, შეიფუთონ, როგორც „არანაცმოძრაობა“ და შუაშისტური პარტიები, ეს არის ლოგიკური დასკვნა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განაცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ერთმანეთისგან არ უნდა განასხვავოს „ნაცმოძრაობა“ და „კოლექტიური ნაცმოძრაობა“.

„სიღრმეში არ მინდა, შევიდე, მაგრამ მსურს, საზოგადოებას ვუთხრა ერთი რამ, რომ არ უნდა მოხდეს „ნაცმოძრაობისა“ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ერთმანეთისგან გარჩევა. არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია, როგორიცაა იგივე „გირჩი“, გახარიას პარტია, „ლელო“ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. არ შეიძლება, კონკრეტული პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობა“, შეიფუთონ, როგორც „არანაცმოძრაობა“ და შუაშისტური პარტიები. ამ ნაწილში მე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ამაზე თუ არის საუბარი, ეს არის ლოგიკური დასკვნა. საზოგადოებამ ერთმანეთისგან არ უნდა განასხვავოს „ნაცმოძრაობა“ და „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.