ირაკლი კობახიძე  აცხადებს, რომ უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციებით, რასაც პირველ რიგში, საფუძვლად უნდა დაედოს უსაფრთხოების რისკების ანალიზი
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინაში შესაძლო ვიზიტის საკითხი უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციებით, რასაც პირველ რიგში, საფუძვლად უნდა დაედოს უსაფრთხოების რისკების ანალიზი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებული საკითხი ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

მისივე თქმით, პირველ რიგში, კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს უსაფრთხოების რისკების ანალიზი.

„უკრაინაში შესაძლო ვიზიტის თემას რაც შეეხება, ნებისმიერი ასეთი საკითხი, რა თქმა უნდა, ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე. ამ კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს პირველ რიგში, უსაფრთხოების რისკების ანალიზი. როდესაც ასეთი კონსულტაციები შედგება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენი პოზიციის გახმოვანება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.