ირაკლი კობახიძე - 9 აპრილი ტრაგიკული დღეა, ჩვენი ვალია ამ გმირების წინაშე, რომ გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს, ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას
ირაკლი კობახიძე - 9 აპრილი ტრაგიკული დღეა, ჩვენი ვალია ამ გმირების წინაშე, რომ გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს, ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

9 აპრილი ჩვენ შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია თავისუფლება და რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება და ზრუნვა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ვალია გმირების ხსოვნის წინაშე, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს.

„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და მათ ხსოვნას. პირველ რიგში, ეს არის ტრაგიკული დღე, რომელიც ყველას ძალიან მძიმედ გვახსოვს. გარდა ამისა, ეს დღე ჩვენ შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება, თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური ზრუნვა. ჩვენი ვალია სწორედ ამ გმირების წინაშე, მათი ხსოვნის წინაშე, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს. ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.