ირაკლი კობახიძე - 7 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მახინჯი და სასტიკი სახე აჩვენა
7 ნოემბერი არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სასტიკი სახით წარდგა საზოგადოების წინაშე და რომლითაც სამწუხაროდ, დღემდე მოდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა და ეს ბრძოლა დაგვირგვინდა 2012 წელს, როდესაც განხორციელდა ნამდვილი დემოკრატიული გარდატეხა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს მიღწევა შევუნარჩუნოთ, შევინარჩუნოთ თავისუფლება და დემოკრატია, რომელიც სწორედ ამ ბრძოლით არის მოპოვებული. სახე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა 11 წლის წინ, დღესაც არის აქტუალური, ეს სახე არის სასტიკი და მახინჯი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ევროპულ და დასავლურ ღირებულებებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.