ირაკლი კობახიძე 20-21 ივნისს აზერბაიჯანს ეწვევა
ირაკლი კობახიძე 20-21 ივნისს აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 20-21 ივნისს აზერბაიჯანს ეწვევა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აზერბაიჯანში შეხვედრებზე საუბარი იქნება ორმხრივ თანამშრომლობაზე.

„აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. შესაბამისად, საუბარი ორმხრივ ურთიერთობებზე და იმ სტრატეგიულ პროექტებზე იქნება, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან აკავშირებს. რა თქმა უნდა, დავით გარეჯის საკითხიც იქნება ალბათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი ჩვენი მხრიდანაც უნდა დაისვას. ჩვენ მეგობრული დისკუსიის საფუძველზე ყველაფერთან დაკავშირებით კონსტრუქციული მიდგომა და დისკუსია გვექნება. თარიღები განსაზღვრული და შეთანხმებულია. ეს ოფიციალური ვიზიტია, რომელიც რამდენიმე თვით ადრე იყო დაგეგმილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.