ირაკლი კობახიძე 16 მარტს - აზერბაიჯანს, ხოლო მომდევნო კვირაში სომხეთს ეწვევა
ირაკლი კობახიძე 16 მარტს - აზერბაიჯანს, ხოლო მომდევნო კვირაში სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მარტს – აზერბაიჯანს, ხოლო მომდევნო კვირაში სომხეთს ეწვევა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მეზობლებთან ურთიერთობის გაღრმავება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტების შემდეგ შეხვედრები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოჰყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რათა გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა კობახიძემ.