ირაკლი ხმალაძე - მართველობის ეფექტური სისტემა უნდა შევქმნათ, შესაბამისად, ყველა საჭირო ცვლილება უნდა გატარდეს
მმართველობის ეფექტური სისტემა უნდა შევქმნათ, შესაბამისად ყველა საჭირო ცვლილება უნდა გატარდეს, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერად წარადგინა.
“ჩვენთვის მთავარია ის პროექტები, რომელზეც ვსაუბრობდით წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ესენია – სოციალური საკითხები, სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ცვლილებები, სატრანსპორტო თემები, მუნიციპალური ტრანსპორტი. ყველაფერი მნიშვნელოვანია. სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე ვერაფერს გეტყვით, ამ კვირის განმავლობაში უნდა გავიაროთ მთავრობის დამტკიცების პროცედურა და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ ცვლილებებზე. მმართველობის ეფექტური სისტემა უნდა შევქმნათ, შესაბამისად ყველა საჭირო ცვლილება უნდა გატარდეს”,- აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერი და მერის მოადგილეები წარადგინა.