ირაკლი ხმალაძე - კონდუქტორები და კონტროლიორები ხელფასს უკლებლივ აიღებენ
ირაკლი ხმალაძე - კონდუქტორები და კონტროლიორები ხელფასს უკლებლივ აიღებენ

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეტროს გაფიცვის გამო კონდუქტორები და კონტროლიორები სამი დღის ხელფასს ვერ აიღებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

„ეს არის მცდარი ინფორმაცია. ეს ადამიანები იმ მოცდენილი პერიოდის ხელფასებს, რა თქმა უნდა, უკლებლივ აიღებენ“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.