ირაკლი ხახუბია - ფოთში ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია და არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება
ფოთში ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალია, – ამის შესახებ ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესი ქალაქში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„ფოთში ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან დიდია. მთელ ქალაქში არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება. ფოთელებთან ერთად ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ განვითარებას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ჩვენი ქალაქის წინსვლასა და აღორძინებას“, – განაცხადა დეპუტატმა.
ირაკლი ხახუბიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა, ფოთში, მე-9 საარჩევნო უბანზე მისცა.