ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს გალავახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მათ პატივსაცემად გამართულ გალავახშამზე უმასპინძლა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება. ფორუმს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი ესწრება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება.