ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პაველ ვიზდალთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც საქართველოსა და სლოვაკეთს აქვთ ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით.

„საუბრისას განიხილეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პროექტები, ასევე, ხაზი გაესვა სლოვაკეთის დახმარების მნიშვნელობას ჯანდაცვის სექტორისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.