ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს მორიგი ოლიმპიური ოქრო და რეკორდი ტელეფონით მიულოცა [ვიდეო]
გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით, ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და სრულიად საქართველოს, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
„გამარჯვება, რომელსაც ყველა ველოდით!
მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია და დაამყარა მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი!
ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს!“ – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე „ფეისბუქში“.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს მორიგი ოლიმპიური ოქრო და რეკორდი ტელეფონით მიულოცა.
ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. მან +109 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.