ირაკლი ღარიბაშვილმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს ლუკა იერუსალიმელის ხატი საჩუქრად გადასცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურს ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ფილუმენმა უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს საჩუქრად გადასცა ლუკა იერუსალიმელის ხატი, რომელიც მე-13 საუკუნეში იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იყო.
პრემიერ-მინისტრი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მონასტერში სტუმრობისას შოთა რუსთაველის ქუჩაზე ყვავილებით შეამკო შოთა რუსთაველის მონუმენტი.