ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა
ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა.

სავარაუდო მიზეზად იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს გასულ კვირას დაუდასტურდა კორონავირუსი, ის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე იმყოფებოდა და მონაწილეობა ვერ მიიღო ბერლინში დაგეგმილ არაფორმალურ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. გუშინ მან მონაწილეობა ასევე ვერ მიიღო ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაშიც, თუმცა დღეს პირადად ჩაიბარა შვედეთისა და ფინეთის ელჩებისგან განაცხადი ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით.