ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით პირველად იმართება, 11:00 საათზე იგეგმება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორი დღის წინ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გამოცხადდება.