ირაკლი ღარიბაშვილი - ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ვუსურვებთ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ მოღვაწეობას, როგორც ჩვენი მეგობარი ერის ლიდერს
ირაკლი ღარიბაშვილი - ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ვუსურვებთ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ მოღვაწეობას, როგორც ჩვენი მეგობარი ერის ლიდერს

ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ვუსურვებთ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ მოღვაწეობას, როგორც ჩვენი მეგობარი ერის ლიდერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„მისი ძლიერი ხელმძღვანელობით მოუთმენლად ველოდებით, რომ არსებული სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს მთავრობის მეთაური თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.