ირაკლი ღარიბაშვილი – ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ვუსურვებთ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ მოღვაწეობას, როგორც ჩვენი მეგობარი ერის ლიდერს
ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ვუსურვებთ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ მოღვაწეობას, როგორც ჩვენი მეგობარი ერის ლიდერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„მისი ძლიერი ხელმძღვანელობით მოუთმენლად ველოდებით, რომ არსებული სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს მთავრობის მეთაური თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.
Congratulations to @RTErdogan! We extend our warmest wishes for his peaceful, stable and successful tenure as the leader of our friendly nation. Under his strong leadership we look forward that the exiting 🇬🇪🇹🇷strategic partnership will be forged further. pic.twitter.com/jSn8xJrOgw
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 3, 2023