ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და გრიგოლ ლილუაშვილი ერგნეთში იმყოფებიან, სადაც საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის გადმოსვლას ელოდებიან
საქართველის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ერგნეთში იმყოფებიან, სადაც საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის გადმოსვლას ელოდებიან.
ზაზა გახელაძე დღეს გათავისუფლდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა.
დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.