ირაკლი ღარიბაშვილი - სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერი და მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის, სრულად ვუჭერთ მხარს მის ინიციატივებს
ირაკლი ღარიბაშვილი - სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერი და მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის, სრულად ვუჭერთ მხარს მის ინიციატივებს

პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერი და მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის, სრულად ვუჭერთ მხარს მის ინიციატივებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან (CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ორმხრივ შეხვედრაზე გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, ასევე მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით დაინტერესებულია.

„გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ის ძალიან ამბიციურ პროექტებსა და რეფორმებს ახორციელებს თქვენი ქვეყნისა და ერისთვის. მიმაჩნია, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია. ორმხრივი შეხვედრისას ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის, მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის. ძალიან დაინტერესებული ვარ ჩვენი ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს და აქვე გეტყვით, რატომ. ყველა მისი ინიციატივა მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ არის მიმართული. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავია. სწორედ ეს სჭირდება მსოფლიოს დღეს. მსოფლიოს დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება. ყველა ერზე ვამბობ, ეს მთელ პლანეტას სჭირდება! პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივები, ვიტყოდი, ჭეშმარიტად გამორჩეულია. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივები შთაგონების წყარო იქნება ბევრი ერისა და ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.