ირაკლი ღარიბაშვილი - სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა და მზად ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ
ირაკლი ღარიბაშვილი - სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა და მზად ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ

სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, სამ ეტაპიანი რეფორმა და მზად ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წელს ამ მიმართულებით კატასტროფული სიტუაცია იყო.

„სასამართლო რეფორმა კრიტიკული მნიშვნელობის არის ჩვენთვისაც. სასამართლო სისტემის რეფორმაზე აბსოლუტური ვალდებულება გვაქვს ნაკისრი. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ კუთხით მიღწეული. 2012 წელს რომ მოვედით, არ ვაჭარბებ – კატასტროფული სიტუაცია იყო. ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, სამ ეტაპიანი რეფორმა სასამართლო სისტემაში და მზად ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.